რამ განაპირობა ელექტროენერგიის რეკორდული მოცულობის ექსპორტი – დავით ნარმანიას განმარტება

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა.

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტზე 1 336.3 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია გავიდა, საიდანაც ქვეყანამ 94 მლნ დოლარზე მეტი მიიღო. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 23%-ით არის გაზრდილი.

8 თვეში თურქეთში ექსპორტირებულია თითქმის 85 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია, რაც დაახლოებით 13 მლნ დოლარითაა გაზრდილი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 5.1 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა ქვეყანამ აზერბაიჯანში, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა თითქმის 1.2 მლნ დოლარს შეადგენს. 4.1 მლნ-მდე გაიზარდა წელს სომხეთში გატანილი ელექტროენერგიის ექსპორტი.

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განმარტებით ექსპორტის ზრდას ხელი ენერგიის გამომუშავების მატებამ შეუწყო ხელი. მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი ჭარბი ნალექები იყო როგორც ზამთრის, ისე გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში.

“შეგახსენებთ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ჰიდრო ენერგიის ქვეყანა ვართ. აქედან გამომდიანრე, ძირითადად ენერგიის წარმოება ხდება გაზაფხული -ზაფხულის პერიოდში. ამას თან დაემთხვა ის, რომ იყო ჭარბი ნალექი ზამთრის, გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში, რამაც უფრო მეტი წყლის რესურსი გააჩინა ჰესებში. ცხადია, ამ ყველაფერმა მისცა ენერგო სექტორს საშუალება, რომ ჯამში უფრო მეტი ელექტროენერგია გამოემუშავებინა. შედაგად, სრულად დაკმაყოფილდა ქვეყნის შიგნით არსებული მოთხოვნა და რა ენერგიაც ჩვენ ვერ მოვიხმარეთ ექსპორტის სახით გავიტანეთ სხვა ქვეყნებში. რაც შეეხება შემდგომ თვეებს. ახლა მოდის არაწყალუხვი პერიოდი, რასაც მოჰყვება მარეგულირებელ სადგურებში ენერგიის დაგროვება, რომლითაც შიდა მოხმარება დაკმაყოფილდება. საექსპორტო ენერგია კი უკვე მომავალი წლის გაზაფხულიდან გაჩნდება”. – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …