პროფესიული განათლების მასწავლებლებს ანაზღაურება გაეზრდებათ

თბილისი (BPI) – პრემიერი პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდას აანონსებს. სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებისთვის საშუალოდ 100 ლარი გახდება.

გიორგი გახარიამ განათლების 2020 წლისთვის პრიორიტეტულეობაზე განაცხადა, დასაქმების ბაზარზე დისბალანსის აღმოსაფხვრელად განათლების სისტემის რეფორმას მიიჩნევს.

“ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სიტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი. 2020 წლიდან უკვე ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლებას, რაც უნდა გახდეს საფუძველი დასაქმების გასაზრდელად, ასევე იმ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენ შრომის ბაზარზე გაგვაჩნია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის განახლებადი ენერგიის შესახებ პანელურ სესიას მოდერატორობა გაუწია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების …