პროგრამა „Fit for Partnership“ ქართველი მეწარმეებისთვის კარგი შესაძლებლობაა, მჭიდრო კონტაქტები და პარტნიორობა დაამყარონ გერმანულ კომპანიებთან – გენადი არველაძე 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და გერმანიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუმბერტ ქნირშმა მენეჯერთა საკვალიფიკაციო პროგრამის „Fit for Partnership“ დაწყების თაობაზე თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

სასწავლო პროგრამა „Fit for Partnership“ საქართველოში გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატზე ზემოქმედების ფედერალურ სამინისტროსა (BMWK) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მიერ არის ორგანიზებული და 2016 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარებაზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების კონტექსტში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის ჩათვლით. მასში უკვე 150-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წლევანდელი პროგრამის ფარგლებში გერმანიაში 20-ზე მეტი ქართველი მეწარმე გაემგზავრება.

როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, გერმანია წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია. პროგრამა „Fit for Partnership“ კი ადგილობრივი მეწარმეებისთვის არის შესაძლებლობა, თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე შეიტანონ. ამასთან, პროგრამის წყალობით, ქართულ ბიზნესს შესაძლებლობა ეძლევა, გერმანულ კომპანიებთან საქმიანი კავშირები და გრძელვადიანი პარტნიორობა დაამყაროს, გაეცნოს გერმანული ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკებს.

„გერმანული ბიზნეს კულტურის გაცნობა და, ასევე, საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება უმნიშვნელოვანესია ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა პროგრამის ფარგლებში, რაც მეტად შეუწყობს ხელს ქართულ და გერმანულ კომპანიებს შორის საქმიანი კავშირების განმტკიცებას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრ

მისივე თქმით, საქართველოს ევროპული სწრაფვისა და ინტეგრაციის გზაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჩვენი მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია.

„წლების განმავლობაში გერმანიას უკავია წამყვანი პოზიცია საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს შორის განვითარების თანამშრომლობის კუთხით და უდიდესი როლი ითამაშა ქვეყნის ინსტიტუციურ მშენებლობაში, რისთვისაც მადლიერები ვართ გერმანიის სახელმწიფოსი“, – განაცხადა გენადი არველაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება. პროექტის …