პაპუნა ლეჟავამ მდგრადი დაფინანსების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით კონფერენცია “მწვანე დაფინანსება მდგრადი განვითარებისთვის” გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ქვეყნის მდგრად განვითარებასა და დაბალი ემისიის ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში მწვანე დაფინანსების მნიშვნელობის შესახებ  ცნობიერების ამაღლებას. ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის და შესაბამისი რეგულაციის მოსალოდნელი ეფექტების განხილვას. ღონისძიების მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს იმ ძირითადი რისკების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც კლიმატის ცვლილებების შერბილებისა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში შეიძლება კერძო სექტორსა და საბანკო სისტემაში წარმოიშვას.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ ღონისძიების მონაწილეებთან ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

 

“საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავებაზე 2017 წლიდან მუშაობს, რითაც ქვეყნის ფინანსურ სისტემაში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრაციას უწყობს ხელს. ჩარჩოს მიზანია ფინანსურ ინსტიტუტებს შორის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის პრაქტიკის წახალისება დ ამით მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ფინანსური სექტორის სტაბილურობის გაძლიერება. ჩარჩო აერთიანებს რიგ ინიციატივებსა და ღონისძიებებს, რომლებიც  საქართველოში მდგრადი დაფინანსების განვითარებისკენაა მიმართული. ეს მოიცავს ESG საკითხების ინტეგრირებას კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში, ფინანსური ინსტიტუტებისთვის ESG რისკის მართვისა და გამჟღავნების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას, მდგრადი ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკაციის საერთო ენისა და ჩარჩოს შესაქმნელად მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის დანერგვას და დაინტერესებულ მხარეებს შორის მდგრადი დაფინანსების შესახებ ცნობიერების ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას”, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

შემთხვევითი სიახლე

კონკურენციის სააგენტომ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, კომპანია “მოდუსს“ დარღვევის ფაქტი დაუდგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სამშენებლო და სარემონტო მასალებით ვაჭრობის სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს …