ოქტომბერში ეკონომიკა 5.7%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ოქტომბერში ეკონომიკა 5.7%-ით გაიზარდა, 2019 წლის 10 თვეში კი ზრდა 5.1%-ით განისაზღვრა.

2019 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში.

კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.

შემთხვევითი სიახლე

Deutsche Bank-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა

ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, გერმანიაში, Deutsche Bank-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ „როიტერი“ …