ნათია თურნავა: რესტორნების გამოწვევებს შევისწავლით და სამოქმედო გეგმაში ავსახავთ

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა, ასევე ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ბიზნეს სექტორი აღმოჩნდა.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის ანტიკრიზისული სტიმულირების პროგრამის შესახებ, რომლის მიზანსაც სხვადასხვა ბიზნეს სექტორის ხელშეწყობა წარმოადგენს. მათ შორისაა, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც კორონავირუსის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დარგია. „ეს არის ჩვენი სიმდიდრე, მაგრამ დღეს ამ დარგს ძალიან გაუჭირდა. ჩვენ დიდი ყურადღებით შევისწავლით დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათ ჩვენს სამოქმედო გეგმაში ავსახავთ,“ – აღნიშნა მინისტრმა.

ონლაინ – შეხვედრაზე სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებმა დარგის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, ყურადღება გაამახვილეს კრიზისის გამო საბანკო დავალიანების წარმოქმნასა და მისი რესტრუქტურიზაციის შესახებ.

მინისტრის განცხადებით, რესტორატორთა წარმომადგენლებთან მისი პირველი შეხვედრისას გამოიკვეთა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დარგი კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შედეგად დადგა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა როგორც ანტიკრიზისულ, ასევე პოსტკრიზისული სტიმულირების მექანიზმების ამოქმედებაზე. ნათია თურნავას განცხადებით, დახმარების ის მოდელი, რომელიც მთავრობამ ტურისტულ სექტორს ჯერ კიდევ პანდემიამდე შესთავაზა, დღეს გადახედვას საჭიროებს, რადგან დარგის წინაშე არსებული ზარალი გაცილებით მასშტაბურია. მისი თქმით, დახმარება მოიცავს როგორც საშემოსავლო და ქონების გადასახადების გადავადებას, ასევე პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ბიზნესის სტიმულირების ახალი ინსტრუმენტების ამოქმედებას, როგორიცაა საკრედიტო – საგარანტიო სქემა, საბანკო პროცენტების თანადაფინანსება და სხვ

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …