მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 1.8 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 2.7 პროცენტიანი მატებით, რამაც 1.59 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 14.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 19.6 პროცენტიანი ზრდით, რაც 11.07 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

შემთხვევითი სიახლე

გივი სანიკიძე მესტიაში კრიპტომაინინგის აღმოფხვრასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებაზე: ცალსახად სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვა აუცილებელი იყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წევრის, გივი სანიკიძის შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება მესტიაში …