მოიგე HUAWEI watch GT ან HUAWEI P30 – კომპანია HUAWEI-ს ერთკვირიანი გათამაშება

თბილისი (BPI) – კომპანია HUAWEI მომხმარებელს მორიგ გათამაშებას და საინტერესო საჩუქრებს სთავაზობს. Black Friday-სთან დაკავშირებული კამპანია, რომლის ფარგლებშიც 6 საათი (HUAWEI Watch GT) და ერთი ფლაგმანური ტიპის სმარტფონი (HUAWEI P30) თამაშდება, 25 ნოემბერს იწყება და პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. გათამაშება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და  ნებისმიერ მონაწილეს  აძლევს შესაძლებლობა გახდეს გამარჯვებული.

წესები მარტივია, გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 25 ნოემბრიდან – 1 დეკემბრის ჩათვლით შეიძინოთ HUAWEI-ს ნებისმიერი სმარტფონი, მოიწონოთ კომპანია HUAWEI-ს facebook გვერდი (https://www.facebook.com/HuaweimobileGE/)  ან/და გამოიწეროთ ის Instagram-ზე და  იმავე დღესვე გააზიაროთ თქვენი ემოცია (ფოტო ან ვიდეო მასალა) საჯარო პოსტის სახით, ჰეშთეგით: #გააზიარებედნიერება.

გათამაშებაში მონაწილე მომხმარებლებიდან, გამარჯვებულად ჩაითვლება ის ვისი პოსტიც ყველაზე მეტ რეაქციას დააგროვებს მომდევნო დღის 13:00 საათამდე. მთავარი პრიზი HUAWEI P30 უშუალოდ პარასკევს დღეს, 29 ნოემბერს გათამაშდება. HUAWEI Watch GT-ის მოგება კი, ყოველდღე 25 ნომებრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება ერთ ადამიანს, მხოლოდ ერთხელ, ერთი შენაძენისთვის შეუძლია. გამარჯვებულმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს HUAWEI-ის სმარტფონის შეძენის დამადასტურებელი ქვითარი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი, სადაც ჩანს შეძენილი პროდუქტის დასახელება და შეძენის თარიღი.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

შემთხვევითი სიახლე

მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიას მიიღებენ

თბილისი (BPI) – უახლოეს დღეებში 120-მდე მცირე და საშუალო მეწარმე ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიას მიიღებს. …