მიხო სვიმონიშვილი შვეიცარიელებთან ერთად დმანისში აგრარულ კოლეჯს ხსნის

თბილისი (BPI) – სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და მარნეული ჰოლდინგი დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი დმანისში, სოფელ სარკინეთში ქართულ-შვეიცარიული აგრარულ პროფესიულ სასწავლებელს „ქართულ-შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ ხსნის.

შვეიცარიული სტანდარტის კოლეჯი სპეციალისტებს მეცხოველეობის, რძისა და ყველის გადამუშავების მიმართულებით მოამზადებს. თეორიულ სწავლებასთან ერთად, გათვალისწინებულია პრაქტიკული გამოცდილების მიღებაც, რისთვისაც კოლეჯის ტერიტორიაზე აშენდება მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტის ყველის ქარხანა.

მეცხრამეტე საუკუნეში, ქვემო ქართლში ყველის 33 შვეიცარიული საწარმო, ასევე შვეიცარიული სკოლა ფუნქციონირებდა. როგორც მიხო სვიმონიშვილმა განაცხადა, სწორედ ამ ისტორიის გათვალისწინებით და პროფესიული განათლების სფეროში უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების მიზნით, პროექტის მთავარი პარტნიორი შვეიცარიაში ყველაზე წარმატებული აგრარული სკოლა „პლანტაჰოფია“. სკოლა „პლანტაჰოფი“ უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შედგენას, მასალების შერჩევას, სასწავლო პრაქტიკის დაგეგმვასა და მასწავლებლების გადამზადებას.

პროფესიული სასწავლებლის შექმნის პროექტი ხორციელდება კერძო ფინანსური ინიციატივით და შვეიცარიული ფონდის Swiss South Caucasus Foundation (SSFC) ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული ფონდი 20 წელია მეცნიერებისა და განათლების სფეროში მოღვაწეობს. პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან საქართველოში შვეიცარიის საელჩო და შვეიცარიის განვითარების ფონდი. კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან.

შემთხვევითი სიახლე

გახარიასთვის საპენსიო რეფორმა სოციალური სტაბილურობის გარანტია, სურგულაძის გადადგომაზე კი კომენტარს არ აკეთებს

თბილისი (BPI) – საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი როგორც სოციალური სტაბილურობისა ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის გრძელვადიანი, …