მიიღე ფულადი გზავნილი თიბისიში და მოიგე 500-ლარიანი ხელფასი წლის ბოლომდე

თბილისი (BPI) – მომხმარებლებს, რომლებიც ფულად გზავნილებს საზღვარგარეთიდან იღებენ, თიბისი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, 500-ლარიანი ყოველთვიური ხელფასი მიიღონ, წლის ბოლომდე.

აქციის ფარგლებში, თიბისი 18 გამარჯვებულს დაასაჩუქრებს. 500-ლარიანი ყოველთვიური ხელფასით ყოველკვირეულად ის 2 მომხმარებელი დაჯილდოვდება, რომლებსაც კვირის განმავლობაში ფულადი გზავნილით ყველაზე დიდი მოცულობის თანხა ექნებათ მიღებული.

გზავნილების აქცია 30 აპრილამდე გაგრძელდება და მასში ავტომატურად ის მომხმარებლები ჩაერთვებიან, რომლებიც ფულად გზავნილებს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებენ.

აქცია ვრცელება  განაღდებულ გზავნილზე თიბისის ნებისმიერ არხში: ინტერნეტ და მობაილბანკი (tbconline.ge), ფილიალი, ქოლ-ცენტრი  – (032) 2 272727.

თიბისიში ფულადი გზავნილების მიღება უფასოა. გზავნილის თანხის კონვერტაციაზე კი, საუკეთესო კურსი მოქმედებს, როგორც ფილიალებში, ისე დისტანციურ არხებში.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის განახლებადი ენერგიის შესახებ პანელურ სესიას მოდერატორობა გაუწია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების …