მთლიანი საერთაშორისო აქტივები 13.4 მლრდ დოლარია, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 1.1 მლრდ დოლარით აღემატება

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -26.6 მლრდ აშშ დოლარი (-75.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -116.2 პროცენტია (30 ივნისის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს -126.2 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 288.0 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

2022 წლის 30 სექტემბერის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 13.4 მლრდ აშშ დოლარია (37.8 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 1.1 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 39.9 მლრდ აშშ დოლარი (112.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 846.2 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

 

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …