მთა სამსმელოში შუქი პირველად აენთო

პირველად, მთა სამსმელოს მოიალაღეები 24 საათიანი, უწყვეტი,
ელექტრომომარაგებით ისარგებლებენ.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების
ფარგლებში, მთა სამსმელოში ელექტროგაყვანილობის ქსელი გაკეთდა.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა 160 კვტ. ელ. ტრანსფორმატორი და 4 კმ-ზე
მოეწყო ელექტროგაყვანილობის ქსელი.

პროექტის ღირებულება 156 000 ლარია. სამუშაოები, ხულოს მერიის დაკვეთით,
კონტრაქტორმა კომპანიამ შპს ,,ენერგოგზა“ შეასრულა.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ მთაში, ელექტროენერგია არასდროს ყოფილა და
წელს პირველად ჩაირთო, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს და გაუმარტივებს
მოილაღეებს მთაში ცხოვრებას.

მიმდინარე წელს, 6 მთაში (ვაშლოვანის და დიდაჭარის მთა, ზორტიყელი, თეთრობი
და ზედა და ქვედა ყორანა იაილა) მოწესრიგდება ელექტროგაყვანილობის ქსელი.
ბიუჯეტი 1 200 000 ლარი.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …