მთავრობა “მწვანე პასპორტის” შემოღებაზე ინტენსიურად მუშაობს

მთავრობა “მწვანე პასპორტის” შემოღებაზე ინტენსიურად მუშაობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

“მწვანე პასპორტის” მიმართულებით, ბუნებრივია, მუშაობა მიმდინარეობს. კონცეფცია დამუშავებულია. “მწვანე პასპორტი” ითვალისწინებს ეპიდუსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას სხვადასხვა ტიპის გასართობ ან სოციალურ ღონისძიებებზე დაშვებისთვის, ამისი პრეცედენტები ქვეყანაში უკვე არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს, რათა ხელი შევუშალოთ ეპიდემიის შემდეგ გავრცელებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკში განხორციელებული ტვინინგის პროექტები საერთაშორისო ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) განხორციელებული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების …