მთავრობა ამბობს, ანაკლიის კონსორციუმს პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს

თბილისი (BPI) – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. კონსორციუმს ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს გადაცემული მიწები და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 10 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო უკვე აპატია.

მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ პროცედურები გაწერილია ხელშეკრულებაში და მთავრობა მიყვება ხელშეკრულების მოთხოვნებს.

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას შეწყეტასა და სამართლებრივი პროცედურების გატარებაზე გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …