მეღვინეობა ილიასეული ჭრებალოში მუზეუმის მოწყობას გეგმავს

თბილისი (BPI) – ჭრებალოში საოჯახო მარან ილიასეულს პანდემიის მიუხედავად გეგმები არ შეუცვლია. მარანთან ერთად მეღვინე მუზეუმის მოწყობას გეგმავს.

მეღვინე ამბობს, რომ 4 წლის განმავლობაში მარანმა მომხმარებელი უკვე შეიძინა, მოთხოვნა იმ მასშტაბის აღარ არის, თუმცა რეალიზაციის პრობლემის საკითხი, ვირუსის გავრცელების მიუხედავად არ დამდგარა.

ილია კენჭაძეს ვენახები 1400 კვადრატულ მეტრზე აქვს გაშენებული, ჯიშთა ძირითადი მიმართულება ალექსანდრეულ-მუჯურეთულია, თუმცა სხვა ენდემური ჯიშებიც იზრდება.

წელს, საგანგებო მდგომარეობას საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებისთვის ხელი მათთვის არ შეუშლია, აგროვადების დაცვით განხორციელდა სამუშაოები, ვენახი გასხლულია, ბიოლოგიური სასუქი შეტანილია, ჩატარებულია გამოთიბვითი სამუშაოები, მალე დაიწყება შეწამვლა. მოსავლის მოწევის შემდგომ, ადგილზე ხდება ღვინის ჩამოსხმა.

სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის თქმით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, რაჭული ღვინის წარმოება შეუფერხებლად მიმდინარეობს. რწმუნებული „ილიასეულს“ წარმოების სრულ ციკლს გაეცნო.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხის ნაკეთობების ბრენდი “თილისმა“ წარმოებას აფართოებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების …