მედიკამენტების მარაგი კლინიკებს აქვთ – თამარ გაბუნია “ომიკრონის” მასიური გავრცელების მოლოდინში

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კოვიდ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალი შტამი ომიკრონი და სამედიცინო დაწესებულებების მზაობა განიხილეს. საუბარი შეეხო კოვიდის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატების დანერგვას. მინისტრის პირველმა მოადგილემ, აღნიშნა რომ ახალი ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა მზად არის, თუმცა ამავე დროს მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაცია და ბუსტერ დოზის გამოყენება რჩება.
„არის ახალი გამოწვევები ბუნებრივია კოვიდის მართვის პროცესში, მსოფლიო დღეს უმკლავდება ომიკრონის ახალ ტალღას. კლინკებთან ვისაუბრეთ მათი მზაობის თაობაზე, იმასთან დაკავშირებით თუ რა გამოწვევებს ხედავენ. დღეს საბედნიეროდ კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული. მზაობა კვლავაც რჩება მაქსიმალური, პერსონალი მზად არის, ახალი პროტოკოლი მოქმედია, მედიკამენტების მარაგი კლინიკებს აქვთ და ვფიქრობ, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდებიან იმ გამოწვევებს, რაც შესაძლებელია ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს. ასევე ვისაუბრეთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალში. მოგეხსენებათ, რომ დაწყებულია წახალისების სქემა 50 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვისაც, ვაქცინაციის შემდგომ, პირველივე დოზის მიღებისთანავე მოქალაქე იღებს 200 ლარიან წახალისებას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-მა პილოტების მოსამზადებელი ახალი ცენტრი რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში გახსნა

Wizz Air-მა, ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ მსოფლიოში, ოფიციალურად გახსნა  პილოტების მოსამზადებელი უახლესი ცენტრი რომის ფიუმიჩინოს …