„მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა“ – „ბორჯომი“ ახალ, მასშტაბურ კამპანიას იწყებს

ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი” ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს, რომელშიც ბრენდი „ბორჯომის“ აღმოჩენის ლეგენდას, ქართულ კულტურას და წყლის უნიკალურ, გამაჯანსაღებელ თვისებებს მთელ მსოფლიოს აცნობს. მაყურებელს კი საქართველოს გარშემო, დროში და ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს. „მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა” – კამპანიის მთავარი გზავნილია.


ახალ კომუნიკაციაში ასახულია სამი ეპოქა – მითიური, რომელიც „ბორჯომის“ აღმოჩენის ლეგენდას გვიამბობს, 1890-იანი წლები, როდესაც „ბორჯომის“ საწარმოო წესით ჩამოსხმა დაიწყო და თანამედროვე ეპოქა. სამივე პერიოდი „ბორჯომის“ მაცოცხლებელ ძალასა და პირველი ქართული მინერალური წყლის მრავალწლიან ისტორიაზე გვიყვება, რომელიც დღეს უკვე ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
ვიდეო რგოლი გვიამბობს ლეგენდას მონადირეზე, რომელმაც „ბორჯომის” იუვენილური წყალი აღმოაჩინა, იხილა თუ როგორ განკურნა წყალმა დაჭრილი ირემი და ეს ამბავი თაობებს გაუზიარა.
სწორედ ამ ლეგენდას, ქართველი მსახიობი, თინა დალაქიშვილი მსოფლიო კინოს ვარსკვლავს – ვინსენტ პერესს უამბობს. შვეიცარიაში დაბადებული ფრანგი მსახიობი, ბრენდის ახალ საკომუნიკაციო კამპანიას, „ბორჯომის“, როგორც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათის და სიამაყის მთელი მსოფლიოსთვის გასაცნობად შემოუერთდა.

ვინსენტ პერესი, მსახიობი
„საქართველოში ჩამოსვლაზე დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი. ქართველ ხალხს ძლიერი ავთენტურობა აქვს, ძალიან თბილები, მიმღებლები და გულუხვები არიან. მიხარია, რომ აღმოვაჩინე ეს ქვეყანა მისი ხალხით, ხელოვნებით და ულამაზესი პეიზაჟებით. საქართველოში ჩამოსვლა განაპირობა, მინერალური წყალი – „ბორჯომის“ ახალმა სარეკლამო კამპანიამ, რომლის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩავერთე სარეკლამო რგოლის გადაღებაში, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ქართველ ხალხსა და საქართველოსთან ურთიერთობა დამეწყო. საინტერესო და შთამბეჭდავი დასანახია, თუ როგორ შეუძლია მინერალურ წყალს, ბუნების საჩუქარს, მიჰყვეს ქვეყნის ისტორიას და მის განუყოფელ ნაწილად იქცეს. იმედია, მაყურებელიც ისევე ისიამოვნებს ამ სარეკლამო რგოლით, როგორც მე ვისიამოვნე ამ თანამშრომლობით.“


ვახტანგ ანთაძე, „ბორჯომის“ გლობალური ბრენდ დირექტორი
„საქართველო, ევროპა და ცენტრალური აზია კვლავ რჩება „ბორჯომის“ მთავარ სტრატეგიულ ბაზრებად, შესაბამისად, ბრენდს სჭირდებოდა ახალი საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც გააძლიერებს მის პოზიციებს და ამავდროულად, ახალ ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობას მოგვცემს. ქართველებს გვიყვარს და გვეამაყება იმაზე საუბარი რაც ქართულ იდენტობას გამოხატავს. „ბორჯომს“, როგორც მაცოცხლებელ წყალს და თავად ლეგენდას, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მასშტაბით წარდგენისას, ასეთი გადამწყვეტი როლი ხშირად აქვს. შესაბამისად, მჯერა, რომ ვინსენტ პერესთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „ბორჯომისთვის“, არამედ – მთელი საქართველოსთვის. ამ ფორმით ჩვენ ქართულ კულტურას მთელ მსოფლიოს ვაცნობთ.“

დავით იაშვილი, „ბორჯომის“ გლობალური კომუნიკაციებისა და კონტენტის მენეჯერი
„გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ „ბორჯომი“ მისი ისტორიის განმავლობაში, მაცოცხლებელ ენერგიას გვაძლევდა. ესაა პროდუქტი, რომლითაც თითოეული ქართველი ამაყობს და ცდილობს, რომ მის შესახებ უამბოს ყველას, გააცნოს მისი ისტორია, გაუზიაროს „ბორჯომის“ უნიკალური გემო და მაცოცხლებელი ძალა. სწორედ ამიტომ, ახალ კამპანიაში წარმოვადგინეთ „ბორჯომი,“ როგორც ქართული იდენტობის და ჩვენი ქვეყნის კულტურის განუყოფელ ნაწილი.“

სარეკლამო რგოლსა და საკომუნიკაციო კამპანიაზე ქართული კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონი” მუშაობდა.

ლევან ლეფსვერიძე, სარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი
“ბორჯომი ჩვენთვის ძალიან სიმბოლური ბრენდია, რადგან წლების წინ, „ლივინგსტონმა“ პირველი ჯილდო სწორედ „ბორჯომის“ ბრიფით მოვიგეთ. გარდა ამისა, ის ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც საუკუნეებია ქვეყნის სავიზიტო ბარათის სტატუსს ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, კამპანიაშიც ვცადეთ, რომ „ბორჯომი,“ როგორც ეროვნული სიამაყე ყველაზე ავთენტური, ქართული გზით გვეჩვენებინა.”

ვიდეო რგოლში ჩვენი გამორჩეული მრავალხმიანობის – „წინწყაროს“ გათანამედროვებული ვერსიის ფონზე, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ მოცეკვავეები, ეროვნული ქორეოგრაფიული საგანძურის, რამდენიმე ცეკვას ასრულებენ, რომელიც სპეციალურად „ბორჯომის“ სარეკლამო რგოლისთვის „სამაიას,“ მონადირეებისა და სხვა ცეკვების ინსპირაციით შეიქმნა. მუსიკის ეს ვერსია სპეციალურად ამ კამპანიისთვის სტუდია „პოსტრედმა“ დაწერა.


გადაღებები ბორჯომის ხეობის გარდა, სვანეთში, ყაზბეგში, კახეთში, მცხეთასა და თბილისში მიმდინარეობდა. ქართული მინერალური წყლის ისტორიული მნიშვნელობის და ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობის უკეთ გასაცნობად, სარეკლამო რგოლი საქართველოს გარდა, ევროპისა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებში გავა. სპეციალურად ახალი საკომუნიკაციო კამპანიისთვის შეიქმნა ვებგვერდი – borjomi.com გაეცანით „ბორჯომის“ მრავალწლიანი ისტორიის სხვადასხვა ეპოქას და ყველას გაუზიარეთ უნიკალური წყლის მაცოცხლებელი ძალა.

შემთხვევითი სიახლე

ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ. ზუგდიდის …