მარტში ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა

თბილისი (BPI) – მარტში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მინუსებში გამოისახა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ -2.7 პროცენტი შეადგინა.

I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 1.5 პროცენტით განისაზღვრა.

2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა
შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლებაა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის და დასვენების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების, დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე უძრავ ქონებასთან
დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “იფქლი” ახალ საწარმოს აშენებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით, პურფუნთუშეულის საწარმო „იფქლი“ …