მალაიზია ტურისტულ გადასახადს აწესებს

თბილისი (BPI) – მალაიზია ტურისტულ გადასახადს აწესებს. 1-ელი ივნისიდან მალაიზიის დატოვებისას ტურისტს გადასახადის გადახდა მოუწევს. აღნიშნულ გადასახადებს გადაიხდიან ის ტურისტები, რომლებიც ქვეყანას რეგულარული ავიარეისების და კრუიზული მარშრუტით ტოვებენ. ხოლო მგზავრებს, რომელებიც ქვეყანას ჩარტერული ავიარეისებით დატოვებენ, ტურისტული გადასახადი არ ეხებათ.

ტურისტული გადასახადი კი ადამიანზე 20 მალაიზიური რინგიტია (დაახლოებით 5 დოლარია) იმ ტურისტებზე, რომლებიც მალაიზიიდან АСЕАН-ის ქვეყნებში მიემგზავრებიან, ხოლო სხვა დანარჩენ ქვეყნებზე კი გადასახადი დაახლოებით 9.5 დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი …