მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9,600 ლარზე მეტ ხელფასს იღებდნენ, წინა წლის მაისთან შედარებით 42%-ით გაიზარდა – PMCG

2022 წლის მაისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

ამასთანავე, 2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

„2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 16.7%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 42%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 96%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.4% შეადგენდა“, – აღნიშნულია კვლევაში.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …