ლიბერთი ბანკი, არ ემსახურება და არანაირ ტრანზაქციებს არ აკეთებს არცერთ დასანქცირებულ პირთან – ლიბერთი ბანკის განცხადება

სს ლიბერთი ბანკი აცხადებს, რომ ბანკი არ ემსახურება და არანაირ ტრანზაქციებს არ აკეთებს არცერთ დასანქცირებულ პირთან.

„ერთ ერთი ტელეკომპანიის, კერძოდ ტვ პირველის მიერ, ლიბერთი ბანკთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი და ყალბი ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს ლიბერთი ბანკის და მისი აქციონერების იმიჯს.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ლიბერთი ბანკი, არ ემსახურება და არანაირ ტრანზაქციებს არ აკეთებს არცერთ დასანქცირებულ პირთან.

ასევე, არც ლიბერთი ბანკი და არც მისი აქციონერი,  მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ირაკლი რუხაძე, არასოდეს ფლობდა “ვითიბი ბანკის“ წილს/აქციებს.
ყალბი და რეპუტაციისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელების კამპანიის გაგრძელების შეთხვევაში, ლიბერთი ბანკი უფლებას იტოვებს მიმართოს სასამართლოს და იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, – აღნიშნულის ლიბერთი ბანკის განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად – ანრი ოხანაშვილის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა

გვაქვს გარკვეული ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში, რომელიც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და გარემოს …