ლიბერთიმ იპოთეკურ სესხებზე ახალი აქცია დაიწყო

ლიბერთიმ იპოთეკურ სესხებზე ახალი, საზაფხულო აქცია დაიწყო: აქციის ფარგლებში, მნიშვნელოვნად დაბალი საპროცენტო განაკვეთები შეეხება სხვა ბანკიდან პორტირებულ იპოთეკურ სესხებს.

2023 წლის 1 თებერვლამდე გაცემული ვალდებულებების რეფინანსირებისას იპოთეკური ტიპის სესხებზე ნომინალური განაკვეთი 10,80%-დან განისაზღვრება, ეფექტური კი – 12,93%-დან.

„ლიბერთის სტრატეგია მომხმარებლის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს. ჩვენი ახალი საზაფხულო აქციის ფარგლებში, ნებისმიერი ბანკის მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს სპეციალური პირობებით არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისას, რაც საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე, შეამსუბუქებს ყოველთვიურ შენატანს ან მომხმარებლის სურვილისამებრ შესთავაზებს სესხის ახალ, სასურველ ხანგრძლივობას.” – თორნიკე კორძაია, საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი. პორტირებულ იპოთეკურ სესხებზე აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ ლიბერთის ნებისმიერ ფილიალს, ან შეავსონ ლიბერთის ვებ გვერდზე ონლაინ განაცხადი და დაელოდონ ექსპერტის ზარს: http://bit.ly/44bsZWD

 

აქცია ძალაშია 31 ივლისის ჩათვლით.

 

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.