ლარი მცირედით გამყარდა

14 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9631 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9687 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.56 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0923 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1076 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.53 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1716 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.5883 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 ივნისიდან  შევა ძალაში

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკის თანამშრომლები ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თანამშრომლები – …