ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

24 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8668 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8767 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.99 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0706 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0677 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1779 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.5889 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 25 მაისიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …