“კულა” ქართველების დაწუნებულ საწებელს ექსპორტზე უშვებს

თბილისი (BPI) –  ,,კულა’’ გაუგებრობას უწოდებს ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ,,კულას“ წითელ კლასიკურ ტყემალში აღმოჩენილია საღებავი.

“ჩვენ ყველა ჩვენს პროდუქტს ადგილობრივი ნედლეულით ვამზადებთ და არანაირ საღებავს არ ვიყენებთ. ჩვენი ნედლეულით მომარაგების სამსახური, მიკრობიოლოგიური და ქიმიური ლაბორატორიები მკაცრად აკონტროლებენ ხარისხს. კვლევისას ჩვენი ორი პროდუქტი შემოწმდა. წითელ ტყემალში აღმოჩნდა (ისიც ძალიან ცოტა რაოდენობით) და წითელ აჯიკაში არ აღმოჩნდა საღებავი, რაც ბადებს ეჭვს. აჯიკაში მეტი სუნელი და მწარე წიწაკაა შემადგენლობაში და ლოგიკურად საღებავი აჯიკაში მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ტყემალში. კვლევის შედეგებით კი აჯიკაში საღებავი არ არის აღმოჩენილი. აქედან გამომდინარე გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი რომ, კვლევის შედეგები არის არასწორი.

პროდუქციას და ძირითადად ტყემლის საწებელს, 25-ზე მეტ ქვეყანაში ვაგზავნით (კანადა, აშშ, გერმანია, ესპანეთი , საფრანგეთი, ჰოლანდია, ისრაელი, დსთ-ს ქვეყნები და აშ) და ჯერ არ მიგვიღია არცერთი პრეტენზია”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიას წითელი კლასიკური ადგილობრივი  ქსელიდან გააქვს. რომ 2019 წლის 15 აგვისტომდე წარმოებული ტყემალი ექსპორტზე გაუშვას (გერმანია, აშშ, ისრაელი და ა შ. ამით კომპანიას სურს დაადასტუროს, რომ მათი პროდუქტი უვნებელია.

 2019 წლის 1 სექტემბრამდე დამატებით გამოკვლევებს აანონსებს. ასევე იტყობინება, რომ საწარმოში სურსათის სააგენტოც შევიდა.

შემთხვევითი სიახლე

საწვავის იმპორტი მცირდება, უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა კი რუსეთია

თბილისი (BPI) – საქართველოში საწვავის იმპორტი მცირდება. 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 676,8 ათასი ტონა ბენზინისა …