კონკურენციის სააგენტოსა და აჭარის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისი (BPI) – საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს უწყებებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას, კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების სფეროში თანამშრომლობას და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლას. ასევე, რეგიონულ დონეზე, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისა და დარღვევათა პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვა-განხორციელებას.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, იწყება რეგიონულ დონეზე კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების პროცესი. შესაბამისად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვის, ხელშეწყობისა და თავისუფალი კონკურენციის დაცვის მიზნით, თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით, 2020 წლის 1 აპრილიდან, აჭარის რეგიონში, სააგენტოს წარმომადგენლის პოზიციაზე ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა ტარიელ გიორგაძემ დაიწყო საქმიანობა, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან შუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

ამ ეტაპისათვის, აჭარის რეგიონში, სააგენტო სამ მიმდინარე საქმეს სწავლობს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა დროულად, ეფექტურად განხორციელდეს შეხვედრები და კონსულტაციები რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე.

შემთხვევითი სიახლე

ლიბერთის ახალი აქცია – #გულით პედაგოგებისთვის

თბილისი (BPI) – ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთვის, ახალი სასწავლო წლის შესამსუბუქებლად და პანდემიის მიერ …