კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „დილსი“ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2023 წლის 7 თებერვალს, ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს „დილსის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დარღვევის ფაქტი დაადგინა.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოვაჭრეს ევალებოდა – 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო წესების, პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა – მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, საქონელზე ფასების მითითების, საქონლის მიწოდების ვადების და კანონისმიერი გარანტიის პირობების დარღვევის ფაქტის დარეგულირება, რაც არ შესრულდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.

2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის ივნისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 270 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 175 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 14 დარღვევის ფაქტი – 28 საქმეზე, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 84 საქმეზე – 48 შეთანხმება გაფორმდა.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ჩაერთე Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამაში – რეგისტრაცია 30 იანვარს სრულდება

თუ გსურს, ისწავლო  პირადი ფინანსების მართვა ეფექტურად, მიიღო დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებები  და დაიწყო სვლა მომავალი …