კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 1.60 მლრდ ლარით (3.50%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.72%-ით გაიზარდა) და ივნისის ბოლოს 47.33 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 633.62 მლნ ლარით (2.50%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 968.12 მლნ ლარით (4.74%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 3.00%-ით).
შემთხვევითი სიახლე
სემეკმა „საქართველოს მელიორაციის“ აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმა დაამტკიცა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „საქართველოს მელიორაციის“ აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმა …