კახა ოქრიაშვილი მოსახლეობას საკვები პროდუქტებით დაეხმარება

თბილისი (BPI) – მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი COVID19-ით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მოსახლეობის დახმარებას გეგმავს.

ჰუმანიტარული დახმარების მიზნით დეპუტატმა საკვები პროდუქტების შეძენაზე ფასთა გამოკითხვას აცხადებს.

სატენდერო განაცხადის საფუძველზე ირკვევა, რომ კახა ოქრიაშვილი 32 000 კგ შაქარს შეიძენს.

პროდუქციის მიწოდების მსურველებმა პროდუქციის მახასიათებლებზე ინფორმაცია და ნიმუში 10 აპრილამდე უნდა წარადგინოს, პროდუქციის მიწოდების ბოლო ვადა კი 21 აპრილია.

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანია ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის პირველ საერთაშორისო კონგრესზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო აკაკი …