ისლანდიაში ვულკანი ბოლო სამი წლის განმავლობაში მეათედ ამოიფრქვა

ისლანდიაში ვულკანი ამ წელს მეშვიდედ, ბოლო სამი წლის განმავლობაში კი მეათედ ამოიფრქვა, – იუწყება Reuters-ი.

ვულკანი რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ამოიფრქვა. ის დედაქალაქიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. ბოლო ამოფრქვევა აქ 6 სექტემბერს დაფიქსირდა.

რეიკიავიკისთვის ვულკანი საფრთხეს არ წარმოადგენს. პრობლემები არ შეჰქმნიათ აეროპორტებსაც სტრატოსფეროში გაფრქვეული ვულკანური ფერფლის გამო.

ვულკანთან ახლო მდებარე პატარა ქალაქი გრინდავიკი, რომელიც მეთევზეობას მიჰყვებოდა ერთი წლის წინ ევაკუირებული იყო და ის ახლა თითქმის დაცარიელებულია.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირის ახალი რეგულაციები პლასტმასის წინააღმდეგ – რა იცვლება რესტორნებსა და სასტუმროებში

ევროკავშირი გარემოს დაცვის მიზნით პლასტმასის მოხმარების შეზღუდვის ახალ, უფრო მკაცრ ეტაპზე გადადის, რაც მნიშვნელოვან გავლენას …