ირაკლი ლექვინაძე საქართველოში რუმინეთის ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდა.

სააგენტოს თავმჯდომარემ რუმინეთის ელჩს კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები, განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმა გააცნო.

შეხვედრაზე, მხარეებმა, საქართველო-რუმინეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები ორმხრივ დონეზე განიხილეს და კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და რუმნეთის კონკურენციის კომისიას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს, უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიის გაუმჯობესების მიმართულებებს, არსებულ გამოწვევებსა და გამოცდილების გაზიარების ეფექტიან მექანიზმებს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალი აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურეს და შეთანხმდნენ, რომ სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ წყალმომარაგების სექტორის გამოწვევების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ …