ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ოთარ დანელიამ მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გაიმართა.

კონგრესის ფარგლებში გამართულ პანელზე, სადაც საქართველოს, უზბეკეთის, სამხრ. კორეის, უკრაინის, ბოსნიის და პოლონეთის ბიზნესომბუდსმენები მონაწილეობდნენ ირაკლი ლექვინაძემ ქვეყანაში არსებულ კონკურენტულ გარემოზე, კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიურად ითანამშრომლონ.

მოწვევის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ვარშავაშიც, პოლონეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატაში, პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის ოფისში და ვარშავის სეიმში.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …