ინვენტარიზაცია – 300-ზე მეტი განხორციელებული პროექტი

„ამ დროის განმავლობაში, ინვენტერის გუნდმა 300 პროექტზე მეტი წარმატებით შეასრულა და წინ კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვთ“.

ინვენტერი ინვენტარიზაციის სფეროში, ქართულ ბაზარზე, წამყვანი და მზარდი კომპანიაა. ჩვენი გუნდი კომპანიებს, 2 წელიწადზე მეტია უწევს მომსახურებას.

კომპანიაში ამჟამად 25 ადამიანი სრულ განაკვეთზეა დასაქმებული, ხოლო დაახლოებით 15 ადამიანი ერთჯერად პროექტებზეა დასაქმებული. ინვენტარიზაციის სფეროში, უმეტესობა მათგანის გამოცდილება მრავალწლიანია, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ახალი გუნდის წევრების მოზიდვისას, დაგროვებული გამოცდილება მარტივად და ეფექტურად გაუზიაროს, შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით ყოველთვის გვაქვს რესურსი, პარალელურ რეჟიმში, რამდენიმე დიდ პროექტზე ვიმუშაოთ.“

„ინვენტერს ჰყავს ნებისმიერი ზომის და საქმიანობის ბიზნესპარტნიორები, რომლებთანაც დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და გამოცდილებას ვუზიარებთ“.

ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, კომპანიის ბალანსზე არსებული: სასაქონლო მატერიალური მარაგები და ძირითადი საშუალებები აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შეესაბამისად აღირიცხებოდეს, ეს პროცესი კი, არც თუ ისე მარტივად დასაგეგმი და განსახორციელებელია. სწორედ აქ ვხედავთ ჩვენ როლს, ინვენტერი კომპანიებს ეხმარება შემდეგი სერვისების მიმართულებით:

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით,  2023 წლის საანგარიშო პერიოდიდან, მარტის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის გრაფები ,,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი წლის ბოლოს“ და ,,ძირითადი საშუალებები ნაშთი წლის ბოლოს“ გადასახადის გადამხდელების მიერ შესავსებად გახდა სავალდებულო. შედეგად, გადასახადის გადამხდელებს შეეზღუდებათ მოგების გადასახადის მარტის თვის დეკლარაციის წარდგენა, ზემოთ ჩამოთვლილი ნაშთების გრაფების შევსების გარეშე.“

ეს ფაქტი კი იმას უსვამს ხაზს, რომ ინვენარიზაციის ჩატარების აუცილებლობა, ნებისმიერი ბაზარზე არსებული კომპანიისთვის სავალდებულო პროცედურა გახდა.

ცხადია, ნებისმიერი ბიზნესისთვის მთლიანი აქტივის აღრიცხვა, არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და სამომავლო გათვლების გასაკეთებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კონკრეტულად ინვენტარიზაციის სერვისის მიმართულებით სპეციალიზება საშუალებას გვაძლევს, რომ ბიზნესს შევთავაზოთ დროული მომსახურება და კონკურენტული ფასი.

ინვენტერის მთავარი გზავნილი კომპანიებთნ კი მარტივია – მართე მარაგები ეფექტურად!

 

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …