ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა

2023 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის კატეგორიაზე ფასების 1.2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა, რამაც -0.11 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, სამშენებლო მასალების ფასები 0.5 პროცენტით გაიზარდა, რამაც 0.34 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა თვის ინდექსზე.
2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8.0 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც 4.41 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

შემთხვევითი სიახლე

კონკურენციის სააგენტომ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, კომპანია “მოდუსს“ დარღვევის ფაქტი დაუდგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სამშენებლო და სარემონტო მასალებით ვაჭრობის სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს …