ივანე მაჭავარიანი: დღგ-ის რეფორმის ამოქმედებით მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა

თბილისი (BPI) – პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანს მოუსმინესსაგადასახადო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებზე, რომელიც შეეხო დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელ დებულებებს.

მისი თქმით, დღგ-ის რეფორმის ამოქმედების შედეგად, დამკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა.

„უახლოეს მომავალში, პროექტს განსახილველად წარმოვადგენთ პარლამეტში. დღგ-ის რეფორმის ამოქმედება, ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სერვისების ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს. შენარჩუნდება ყველა არსებული ნორმა და მექანიზმი, რომელიც ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირებას, შემცირდება სადავო შემთხვევები და გამარტივდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ბიზნესს დამატებით გადახდილი 620 მლნ ლარი დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის შესაბამისად, მოხდა დოკუმენტის საჯარო განხილვა როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ისე ყველა დაინტერესებულ და მიზნობრივ ჯგუფთან. პროექტის საბოლოო ვერსია სწორედ მათი წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით მომზადდა.

შემთხვევითი სიახლე

ლარის კურსი და მონეტარული პოლიტიკა

თბილისი (BPI) – ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების ტრენდი და მის პერსპექტივაზე ისაუბრეს ეკონომისტმა და  საბანკო …