იაპონია ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის შექმნას აპირებს

2025 წელს იაპონია მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის შექმნაზე დაიწყებს მუშაობას, – იუწყება BBC.

იაპონელი ინჟინრების თქმით, სუპერკომპიუტერი ათასჯერ უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე მანამდე შექმნილი კომპიუტერები.

მისი გამოშვება 2030 წლისთვის იგეგმება. იაპონელებს სუპერკომპიუტერის შექმნა 750 მილიონი დოლარი დაუჯდებათ.

ახალ სუპერკომპიუტერზე იმუშავებენ იაპონური კომპანიები RIKEN-ი და Fujitsu.

ყველაზე მძლავრ იაპონურ სუპერკომპიუტერად Fugaku ითვლებოდა, თუმცა მან ეს ტიტული 2022 წელს დაკარგა, როდესაც ტექნოლოგიურ ბაზარზე ამერიკული სუპერკომპიუტერი Frontier გამოჩნდა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის განახლებადი ენერგიის შესახებ პანელურ სესიას მოდერატორობა გაუწია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების …