იანვარ-მარტში საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვები 7.3%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები იზრდება.

კომპანიის ცნობით, 2021 წლის პირველ სამ თვეში გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7.3%-ით, შემოსავალი სატვირთო გადაზიდვებიდან კი 14%-ით გაიზარდა.

2021-ში 2020 წელთან შედარებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვა 33%-ით არიოს გაზრდილი, მისგან მიღებული შემოსავალი კი 42%-ით.

რაც შეეხება საკონტეინერო გადაზიდვებს, კომპანია აცხადებს, რომ მაჩვენებლები აქაც ზრდადია.

2021 წლის პირველ სამ თვეში წინა წელთან შედარებით საკონტეინერო გადაზიდვებში 3.5%-იანი ზრდაა, მიღებულმა შემოსავალმა კი 8%-ით მოიმატა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველი კვარტლის შედეგები ბოლო 6 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

შემთხვევითი სიახლე

ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ …