თიბისი სტატუსი მომხმარებელს ახალ ციფრულ ნაკრებს სთავაზობს

თბილისი (BPI) – თიბისი სტატუსი მომხმარებელს ახალ ციფრულ ნაკრებს სთავაზობს. ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობის ნაწილია, ვინც აქტიურად მოიხმარს არასაბანკო პროდუქტებსა და შეთავაზებებს და ვისაც ურჩევნია დამოუკიდებლად, პერსონალური ბანკირის გარშე მართოს საკუთარი ფინანსები და საბანკო ოპერაციები.

სტატუსის ციფრული ნაკრები ტრადიციულ ნაკრებში შემავალ ყველა უპირატესობასა და პროდუქტს აერთიანებს, პერსონალური ბანკირის გარდა. მომხმარებელს შეუძლია მისი ცხოვრების სტილზე მორგებული შეთავაზებებით, სავაჭრო ობიექტებში ფასდაკლებებითა და სხვადასხვა ღონისძიებაზე განსაკუთრებული პირობებით ისარგებლოს. სტატუს კონსიერჟი კი სხვადასხვა მოთხოვნების განხორციელებაში დაეხმარება.

სტატუსის ციფრული ნაკრების საბანკო და არასაბანკო პროდუქტების სრული სია:

საბანკო პროდუქტები:

· პრემიუმ კლასის VISA/MASTERCARD PLATINUM ბარათი:

– თანხის უფასო განაღდების პირობა ბარათიდან თიბისის და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში

– დღიური განაღდების მაღალი ლიმიტი ბანკომატში

– ბარათზე არსებულ ნაშთზე სარგებლის დარიცხვის პირობა

– ბარათის უსაფრთხოების უფასო „პრემიუმ”მომსახურება

· ფიქსირებული ტარიფები საბანკო გადარიცხვებზე

· შეღავათიანი ტარიფები შემნახველი და მიმდინარე ანგარიშებიდან თანხის განაღდებაზე

· განსაკუთრებული შეთავაზებები სადაზღვევო პროდუქტებზე

· ცნობა და ამონაწერი უფასოდ

· პრიორიტეტული რიგის მართვის ბარათი

· სტატუს ცენტრის მომსახურება 24/7

არასაბანკო პროდუქტები:

· კონსიერჟ მომსახურება

· ფასდაკლებები 150-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში

· მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული ტრენინგები, მასტერკლასები და ღონისძიებები

· აეროპორტების ლაუნჯებზე წვდომის ბარათი (Lounge Key; Priority Pass)

სტატუს ციფრული ნაკრების ყოველთვიური ღირებულება 10 ლარია.

შემთხვევითი სიახლე

მოემზადეთ სასკოლო სეზონისთვის Rakuten Viber-თან ერთად: მესენჯერის ფუნქციები, რომლებიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გამოადგება

Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის საერთაშორისო ლიდერი, ახალი სასკოლო სეზონის სამზადისში …