თიბისი დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევის განსაკუთრებულ პირობებზე აცხადებს

თბილისი (BPI) – კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით თიბისი დაზღვევა მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

კომპანიის ცნობით, თუკი აუცილებლად გიწევთ საზღვარგარეთ მოგზაურობა და შეიძენთ სამოგზაურო პოლისს, რომლის სადაზღვევო პერიოდი დაემთხვევა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული COVID-19-ის პანდემიის პერიოდს, პოლისით გათვალისწინებულ სტანდარტულ დაფარვებთან ერთად, სადაზღვევო შემთხვევის დროს, კლიენტი პირობებით ისარგებლებს:

  • პოლისში დაფიქსირებული ფრანშიზის მიუხედავად, ყველა შემთხვევა, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, ანაზღაურდება ფრანშიზის გარეშე;
  • საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში დაზღვეულებს შეგიძლიათ REDMED აპლიკაციით ნებისმიერი ექიმის ვიდეო ან აუდიო კონსულტაციით ისარგებლოთ, რაც ასევე ანაზღაურდება ფრანშიზის გარეშე;
  • REDMED-ის ან ადგილობრივი ექიმის დანიშნულებით ანაზღაურდება გაციების და/ან გრიპის დროს საჭირო 7 დღის მოხმარების მედიკამენტები.

გარდა ამისა, თუ უკვე გაქვთ შეძენილი თიბისი დაზღვევის სამოგზაურო პოლისი, იმყოფებით საზღვარგარეთ, მაგრამ დაწესებული შეზღუდვების გამო პოლისის ამოწურვამდე ვერ ბრუნდებით საქართველოში, თიბისი დაზღვევა სამოგზაურო პოლისს 14 დღით, დამატებითი თანხის გარეშე, გაგიხანგრძლივებთ.

შემთხვევითი სიახლე

თიბისი კაპიტალმა განახლებული, რიგით მეოთხე მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თბილისი (BPI) – თიბისი კაპიტალმა მეოთხედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. …