თბილისში ახალი საბაგიროები აშენდება

თბილისი (BPI) – თბილისში ახალი საბაგიროები აშენდება. პროექტიოს განხორციელება სამ ლოკაციაზე იგეგმება სამგორი-ვაზისუბანში, ახმეტელი-თემქაზე და სამება-მახათის მთაზე.

პროექტის განხორციელების თანმიმდევრობა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგზეა დამოკიდებული. კახა კალაძის თქმით, კვლევის ჩატარება დაახლოებით, 750 ათასი ლარი დაჯდება და 5 თვე დასჭირდება.

„საკმაოდ საინტერესოა ეს მიმართულებები, სამივე მიმართულებაზე ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება და დარწმუნებული ვარ, საბაგიროს პროექტების განხორციელების შემთხვევაში ეს იქნება ისეთი შეაძლებლობა, როგორც მეტრო, ავტობუსები, მიკროავტობუსებია. საკმაოდ საინტერესო პროექტია და 5 თვის თავზე გვექნება სრული სურათი. შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი პროექტის განხორციელება დავიწყოთ”,- განაცხადა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ბაზისბანკის მენეჯმენტს 2 ახალი დირექტორი შეემატა

თბილისი (BPI) – ბაზისბანკის მენეჯმენტს ორი ახალი წევრი შეემატა. საბანკო სექტორში მუშაობის სოლიდური გამოცდილების მქონე, გიგი გაბუნია და რატი დვალაძე, …