თბილისი-ბათუმის მატარებლის ვაგონში კონდიცირების გათიშვის გამო საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ჯრტ ტიპის მატარებლით ჩაიყვანს

თბილისი-ბათუმის მატარებლის ვაგონში კონდიცირების გათიშვის გამო საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ჯრტ ტიპის მატარებლით ჩაიყვანს.

„ძვირფასო მგზავრებო, მატარებელს რომელიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 10:25 წუთზე გავა, მესამე ვაგონში გაეთიშა კონდიცირება. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა მესამე ვაგონის მგზავრებს ბათუმის მიმართულებით, ჯრტ ტიპის მატარებლით ჩაიყვანს, სადაც გამართულად მუშაობს გაგრილების სისტემა. დამატებითი მატარებელი თბილისიდან 10:50-ზე დაიძრება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმიდან 18:20-ის რეისზე შტადლერის ტიპის მატარებლით თბილისში მომავალი მესამე ვაგონის მგზავრები, წამოვლენ ასევე ჯრტ ტიპის მატარებლით. დამატებითი მატარებელი 18:50-ზე დაიძრება.

საუბარია მხოლოდ მესამე ვაგონის მგზავრებზე ორივე მიმართულებით. შექმნილი უხერხულობის გამო საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით. ბილეთის ღირებულების სხვაობა ყველა მესამე ვაგონის მგზავრს აუნაზღაურდება“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

შემთხვევითი სიახლე

იაშვილის საავადმყოფომ პაციენტების უსაფრთხოებასა და სამედიცინო ხარისხში ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაცია (AACI) მოიპოვა

იაშვილის საავადმყოფო რეგიონის მასშტაბით პირველი პედიატრიული ცენტრი გახდა, რომელმაც ამერიკის აკრედიტაციის კომისიის (AACI) საერთაშორისო აკრედიტაცია …