ზღვის დონიდან 2 800 მეტრზე ახალი ბრენდი დაიბადა | ვიანი – სავსე ცხოვრებისთვის

ზღვის დონიდან 2,800 მეტრზე, გუდაურის მთაზე, ჯანმრთელობაზე ზრუნვის ბრენდი – ვიანი დაიბადა.

ბრენდის პრეზენტაცია გამთენიისას, 06:12 სთ-ზე ჩატარდა. მზის ამოსვლა ახალი დღის დასაწყისის სიმბოლოა, მისი ენერგია კი ადამიანებს ოპტიმიზმით და ზრუნვით აკავშირებს. სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდნენ კომპანიის თანამშრომლები.

ასე წარსდგა ქვეყნის ჯანდაცვის ლიდერი კომპანია „ევექსი ჰოსპიტლები“ საზოგადოების წინაშე სრულიად ახალი სახელწოდებით, ვიზუალური იდენტობით, მისია/ღირებულებებით და სტრატეგიით.

ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი ოპერირებით, „ევექსი ჰოსპიტლებმა“ საქართველოს 6 რეგიონში, 17 ჰოსპიტლის მეშვეობით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახადა, რამაც ჯანმრთელობაზე ზრუნვის ახალ ეტაპზე გადასვლის მზაობას ჩაუყარა საფუძველი.

ახალი ბრენდის, ვიანის მისიაა, განავითაროს ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა თანამშრომლების, მომხმარებლებისა და საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ბრენდის ლოგო სიცოცხლის ზეიმისთვის ოპტიმიზმით და ახალი დღის ენერგიით გაერთიანებულ ორ სიმბოლურ მხარეს ასახავს.

ბრენდის ახალი სტრატეგია გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის განვითარებას გულისხმობს არა მხოლოდ „დაავადებების მართვის“, არამედ – ჯანმრთელობაზე მუდმივი ზრუნვის კუთხით. ვიანის სტრატეგიული ხედვით, ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის განვითარება, რაც ჰოლისტური მიდგომით ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს და პრევენციული მედიცინის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

შემთხვევითი სიახლე

ჩაერთე Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამაში – რეგისტრაცია 30 იანვარს სრულდება

თუ გსურს, ისწავლო  პირადი ფინანსების მართვა ეფექტურად, მიიღო დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებები  და დაიწყო სვლა მომავალი …