ვარშავაში 2027 წელს მეგა აეროპორტი გაიხსნება

თბილისი (BPI) – პოლონეთის მთავრობის გეგმების შესაბამისად, ვარშავიდან 40 კმ-ში, დედაქალაქსა და ქალაქ ლოძს შორის, 2027 წლისთვის, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი – მეგა აეროპორტი აშენდება.

საწყის ეტაპზე აეროპორტი 45 მილიონ მგზავრს მოემსახურება ყოველწლიურად, უზარმაზარ ტვირთების ტრაფიკთან ერთად ჩინეთსა და ევროპას შორის. ხოლო, ამბიციაა, რომ აეროპორტი 100 მილიონამდე მგზავრს მოემსახუროს ათწლეულის შემდგომ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვარაუდით, მშენებლობა 2021 წელს დაიწყება და 20-30 მილიარდი PLN დაჯდება (€4.65-7 მილიარდი).
აეროპორტი ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელი კარიბჭე იქნება.
მთავრობა ფიქრობს, რომ პოლონეთის ეკონომიკას, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი სწრაფად მზარდია, სჭირდება ახალი ძლიერი პარტნიორები და დიდი პროექტები.

ვარშავამ დაფინანსებაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო უცხოურ კომპანიებთან, მათ შორის სინგაპურულმა, ჩინურმა და სამხრეთ კორეულმა კომპანიებმა პროექტში მონაწილეობაზე დაინტერესება უკვე გამოთქვეს.
პროექტის მოსამზადებლად და განსახორციელებლად, მიწის შესაძენად, მშენებლობის დასაფინანსებლად შესაბამის კანონს უკვე პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.

შემთხვევითი სიახლე

ლარი ინტერვენციებს არ გაუმყარებია და ვერც გააუფასურებს , კობა გვენეტაძის განმარტება

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  კობა გვენეტაძეს ამბობს, რომ სებ-ის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს ლარის …