ექსპორტის ფასების ინდექსი შემცირდა

ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.4 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი შემცირდა 17.1 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები შემცირდა 15.7 პროცენტით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 16.7 პროცენტით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 32.6 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 31.9 პროცენტიანი კლება.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …