ეროვნული ბანკი ფინტექ კომპანიებს GFIN პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც გლობალური ფინანსური ინოვაციების ქსელის (GFIN) წევრი, მონაწილეობს GFIN – ის ტექსპრინტში, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მარეგულირებელი ორგანოს (FCA) ციფრული Sandbox მასპინძლობს.

GFIN ფინანსური მარეგულირებლებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელია, რომელიც საბოლოო მომხმარებლების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მზად არის მხარი დაუჭიროს ინოვაციებს საფინანსო სექტორში.

საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, GFIN მის წევრ სხვა ქვეყნების ფინტექ კომპანიებთან ერთად, ტექსპრინტში მონაწილეობის მისაღებად ქართულ ფინტექ კომპანიებსაც იწვევს. განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 17 აპრილს დაიწყო  და  21 მაისს დასრულდება.

ვირტუალური ტექსპრინტი 2023 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში იმართება და მიზნად ისახავს გამოეხმაუროს GFIN – ის პრიორიტეტს ESG – სთან (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობა) და მდგრად ფინანსებთან (სოციალური და გარემოსდაცვითი ფაქტორების გათვალისწინებით ინვესტიციების დროს) დაკავშირებით, რათა შეიმუშაოს ისეთი ინსტრუმენტი ან გადაწყვეტა, რომელიც დაეხმარება მარეგულირებლებს ფინანსურ სერვისებში “Greenwashing”-ის (ცრუ მარკეტინგი, რომელიც წარმოაჩენს კომპანიას როგორც გარემოსთან მეგობრულს) რისკების უფრო ეფექტურად დაძლევასა ან მისი უარყოფითი შედეგების შერბილებაში.

დეტალური ინფორმაცია ტექსპრინტის, ასევე, განაცხადის ფორმისა და კრიტერიუმების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:

დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებისთვის ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: innovationoffice@nbg.gov.ge.

 

შემთხვევითი სიახლე

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, ნეიტრალურ დონეზე (1%-ზე), დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, ნეიტრალურ დონეზე (1%-ზე), დატოვა.  მიმდინარე …