სებ-ის საბჭო უნდა გახდეს კიდევ უფრო ქმედითი და აიღოს მეტი პასუხისმგებლობა – ირაკლი კოვზანაძე

“ეროვნული ბანკის საბჭო უნდა  გახდეს კიდევ უფრო ქმედითი და  აიღოს მეტი პასუხისმგებლობა მაკროეკონომიკური, მონეტარული და ფინანსური სექტორის  სტაბილურობის მიმართულებით.  საბჭოს წევრობა არ არის პენსიაზე გასვლა და მხოლოდ მაღალანაზღაურებადი პენსია. საბჭოს წევრები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ეროვნული ბანკის საქმიანობაში.“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დასაწყისში  განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს ნათია თურნავას უსმენენ.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა დაასახელოს  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა, კომიტეტი კი იმოქმედებს  რეგლამენტის შესაბამისად.

„მოვუსმენთ კანდიდატს, იქნება პროფესიონალური კითხვები და კომიტეტი  მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, ნათია თურნავა პროფესიონალია მას აქვს კარგი გამოცდილება ეკონომიკურ სფეროში.

“ოპოზიციამ მოითხოვა კომიტეტის სხდომაზე, როცა ჩვენ გვექნება ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის განხილვა   საბჭოს წევრების დასწრება. ჩვენ, შესაბამისი წერილით მივმართეთ ეროვნულ ბანკს და მოვიწვიეთ საბჭოს წევრები. ეს ხაზს უსვამს საბჭოს წევრების უფრო მეტად ჩართულობის მნიშვნელობას  ეროვნული ბანკის საქმიანობაში“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნათია თურნავას უსმენენ.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …