ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში კიდევ ერთი ტრენინგ კურსი დაიწყო

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში დაიწყო ტრენინგ კურსი სატარიფო რეგულირების შესახებ.
ტარიფების დეპარტამენტის დირექტორმა გივი სანიკიძემ კურსის მონაწილეებისათვის ჩაატარა ტრენინგი სახელწოდებით: “სატარიფო რეგულირების პრინციპები და მეთოდოლოგიური საფუძვლები”.

შეგახსენებთ, რომ კურსი განკუთვნილია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისთვის, ბუღალტრებისთვის, სამომხმარებლო ტარიფების რეგულირების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.ტრენინგ კურსის ფარგლებში ლექციებს კითხულობენ სემეკის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზისა და საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტების წარმომადგენლები, რომლებსაც გააჩნიათ დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

შემთხვევითი სიახლე

ჩვენი მიზანია, რომ რეგიონი კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ოთხივე სეზონზე გახდეს ტურისტულად მიმზიდველი – სულხან თამაზაშვილი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო და სამუშაო შეხვედრა …