ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა „კათარზისის“ ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა და საბჭოს წევრებმა საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კათარზისის“ ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. დღეისათვის „კათარზისი“ 550 ბენეფიციარს ემსახურება, უზრუნველყოფს მათ საკვები პროდუქტებით, სამედიცინო მომსახურებითა და სხვადასხვა საჭიროებებით.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წევრთა განცხადებით, მომდევნო პერიოდში ცენტრი გეგმავს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანიც იქნება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის  სოციალური გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა.

 

შემთხვევითი სიახლე

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, მიმდინარე კვირაში, ქართული ღვინო ორ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო მიმდინარე კვირაში საფრანგეთში ორ …