ეკონომიკის სამინისტრომ სასტუმროსთვის მიწა გაყიდა

თბილისი (BPI) – პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისჯვარში 30 ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

პროექტის მხარდასაჭერად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ციხისჯვარში მდებარე 16 481 კვ.მ. მიწის ნაკვეთი , ელექტრონულ აუქციონზე, 51 000 ლარად გაყიდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კერძო სექტორში უკვე გადატანილია 26 ერთეული უძრავი ქონება, ჯამური ღირებულებით 62 405 001 მლნ ლარი.

 http://nasp.gov.ge/pages/project.php?id=7  

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …