ევექსი ჰოსპიტლები EBRD-ის 2023 წლის მდგრადობის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) და ევექსი ჰოსპიტლებმა EBRD-ის 2023 წლის მდგრადობის ოქროს ჯილდო ყველაზე მაღალ კატეგორიაში მიიღო. კერძოდ, ევექსი ჰოსპიტლები გამარჯვებული გახდა გარემოს დაცვისა და სოციალური პრაქტიკის მიმართულებით ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროგრამაში (AMR) განხორციელებული წვლილისთვის. დაჯილდოების ცერემონია უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში ჩატარდა.

პაციენტების ჯანმრთელობის დაცვის, საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკის უზრუნველყოფისა და ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ევექსი ჰოსპიტლები AMR-თან დაკავშირებული პრაქტიკის გაუმჯობესებას აქტიურად უწყობს ხელს.

AMR „ჩუმი პანდემიის“ სახელით არის ცნობილი და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ და გლობალურ საფრთხეს ჯანმრთელობისთვის, რომელიც განსაკუთრებით ყურადსაღები COVID-19 პანდემიის პერიოდში გახდა, როცა პაციენტებისთვის ანტიბიოტიკების გადაჭარბებული გამოყენება აქტუალურ თემად იქცა.

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …